"პრეზიდენტის ბოლო გამოსვლაში გაცილებით უფრო ღრმა, უფრო კონცეტრირებული, მეტი ანალიზი უნდა ყოფილიყო" - პრემიერი

13:54 05-02-2018
113

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენა მეტად ანალიტიკური და ღრმა უნდა ყოფილიყო:

სიმართლე გითხრათ, ამ გამოსვლიდან გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი. მოლოდინი მქონდა, რომ ამ რანგში პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, უფრო კონცეტრირებული, მეტი ანალიზი იქნებოდა პრობლემების და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი განმარტავს, ხელისუფლება ქვეყანის განვითარებისთვის აქტიურად მუსაობს:

„მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ ვუარყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართებაში. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობაზე და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როცა თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ა.შ. პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზიდენტი წლიური ანგარიშის მოხსენებით პარლამენტში წარსდგა. შესვენების შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.

ავტორი: