სიტროენ ჯორჯიასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა როგორც სიტროენ ჯორჯიას დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ პრაიმტაიმთან საუბრისას განაცხადა, პროცესი 12 ივნისამდე გადაიდო.
მოსამართლემ დაგვირეკა საათნახევრით ადრე. დაბნეული ვარ, არ ვიცით რა გითხრათ, რადგან წინასწარ შეთანხმებულ სასამართლოზე საანთანხევრით ადრე გვეუბნებიან, რომ თავისუფალი დარბაზი ვერ იპოვა მოსამართლემ, სადაც პროცესი ჩატარდებოდა, - განაცხადა შარაშიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 15:30 საათზე უნდა გამართულიყო.
კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელის გიორგი შარაშიძის განცხადებით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ მათ უკანონოდ ჩამოერთვათ ტენდერი. მისი თქმით, ხვალ იქნება ზუსტად ის, დღე, როცა იურიდიული წესით და რიგით უნდა აღდგეს სამართალი.
შეგახსენებთ,რომსიტროენ ჯორჯიამ2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.