"გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში" - გიორგი მარგველაშვილი

14:19 05-02-2018
90

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე მსჯელობის საშუალება "ქართულმა ოცნებამ" მასთან არ მოინდომა:

"ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც 2015 წელს გამოვაცხადე დისკუსიები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ყველა პარტიასთან მომეცა შესაძლებლობა დიალოგი მეწარმოებინა, "ქართულმა ოცნებამ" კი ამ დიალოგს ზურგი შეაქცია. საერთოდ იგნორირება და ზურგის შექცევა ისეთი თემების მიმართ, რომლებიც ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელშიც არ უნდა იყოს განსხვავებული პოზიცია, ჩემი აზრით, არასწორია" – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია:

"ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი გაერთიანების მოტივაცია იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც სამშობლოს ერთიანობის დაცვა ჰქვია. ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში. რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე, აუქმებს უშიშროების საბჭოს. ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტინქტის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ამ თემებზე მაინც ვიყოთ ერთიანი და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველანი ერთიანი ვართ" – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ავტორი: