საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, თბილისის მერის, კახა კალაძის ინციატივას, "ვარდების რევოლუციის" მოედნის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით ეხმაურება და სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს:
"გაეცანით. ეს არის ინფორმაცია ქუჩების სახელების გადარქმევაზე.
ორად ორი ისტორიული პირი, ვისაც ეს ყოველივე არ შეეხება, არის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, კონსტანტინე გამსახურდია და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. და ეს უბრალო მიზეზის გამო:
- არც ერთი მათგანის სახელობის ქუჩა თბილისში არ არსებობს.
და თუ არსებობს, გადაიღეთ ფირნიში და დადეთ აქ. ვირტუალური სივრციდან ამოღებულ ფოტოებს, სადაც ძველი რეალობაა მითითებული, ან რატომღაცაა შეტანილი, ნუ დადებთ, რამდენადაც რეალობასთან შეხებაში არ არის. (ასევე ნუ დადებთ სადღაც ფონიჭალაში არსებულ ერთი ბეწო ქუჩას)" - წერს კოკო გამსახურდია