საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა უარყოფითად შეაფასა:
"დღეს გიორგი მარგველაშვილი შრომის უსაფრთხოებაზე ცრემლებით ლაპარაკობდა, ადრე კი შრომის კანონმდებლობის წარდგენისას, თეა წულუკიანს კლარა ცეტკინი უწოდა და ახლა ვის ემართლება?! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე შეფასებისას.
"ეს იყო გამოსვლა გამოსვლისთვის. სკოლის ბავშვები უფრო ემზადებიან, ვიდრე გიორგი მარგველაშვილი იყო დღეს მომზადებული. მას მთელი საქართველო უსმენდა და გამიხარდებოდა, რომ მეტი ესაუბრა, იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია და ხალხს აწუხებს. რაც განათლების მინისტრი აღარ არის, თურმე, ქვა ქვაზე არ დადებულა. გიორგი მარგველაშვილისთვის ხუთი წელი იმის შანსი იყო, რომ ქართველი ხალხის პრეზიდენტი ყოფილიყო" - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.