არსად წერია რეგლამენტში, რომ პრეზიდენტს პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ აქვს, ასე ტელევიზორში ვუყურებ ამ სხდომას - პრეზიდენტი

17:18 05-02-2018
117

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა რა შემთხვევაში დაბრუნდება სხდომათა დარბაზში:

„იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და მე მივესალმე დებატების ფორმატს. ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ. ჩემთვის ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის შესაძლებლობა და დებატების შესაძლებლობა. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარსს ვერ ვხედავ. ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატების ფორმატში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან. ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არსად არ წერია რეგლამენტში, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა. დანარჩენი გაარკვიეთ სხდომაზე. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩემთვის სიტყვის მოცემის თაობაზე, რა თქმა უნდა დავბრუნდები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი პროტესტიტს ნიშნად დატოვა. მისი განმარტებით დებატების ფორმატის არარსებობსი შემთხვევაში მის პასუხებს აზრი არ აქვს.

ავტორი: