პარლამენტმა პრეზიდენტის შემოთავაზებას- გადაეხვიათ რეგლამენტისთვის, მხარი არ დაუჭირა

17:38 05-02-2018
63

პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს - მისცემოდა პერმანენტულ რეჟიმში დისკუსიაში ჩართვის საშუალება, კენჭი უყარა.

პრეზიდენტის შემოთავაზებას -რეგლამენტიდან გადახვევის თაობაზე მხოლოდ 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 50 დეპუტატი წავიდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ გაგრძელდება ფრაქციების, უმრავლესობა-უმცირესობის გამოსვლები და პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. 

"იემდი მაქვს, გადახედავს პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ დაუბრუნდება პლენარულ სხდომათა დარბაზს. ეს იქნებოდა მისი მხრიდან პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს მიამრთ პატივისცემის და ასევე საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ პატივისცემის გამოვლინებაც", - განაცხადა კობახიძემ. 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე