საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტი დღევანდელი გამოსვლისთვის მომზადებული არ იყო. "იბერიას" ეთერში გასულ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" მან დღევანდელი პრეზიდენტის გამოსვლა შეწყალების კომისიის ფუნქციონირების გადასინჯვას შეადარა:
"შემდგომ აღმოჩნდა და აღიარა, რომ შეწყალების კომისია ხარვეზიანად მუშაობდა. პრეზიდენტის უფლებამოსილების მიწურულს მოითხოვეს შეწყალების კომისიის გადასინჯვა და მისი ფუნქციონირების. ასეთივე უპასუხისმგებლობა გამოხატა მის გამოსვლასთან დაკავშირებითაც. მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, იგი არ იყო მომზადებული, ეს ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომელსაც ჰქონდა ლეგიტიმური ინტერესი მოესმინა ხედვა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ გაუაზრებელი დამოკიდებულება, ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარსარდლის გაქცევა საქართველოს პარლამენტიდან. ეს შემაშფოთებელია. ვწუხვარ და არ ვისურვებდი ასეთი რამის სამომავლოდ გამეორებას არცერთი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის. ეს არის საკანონმდებლო ორგანოსადმი და კანონმდებლობისადმი უპატივცემულობა" - განაცხადა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას ოხანაშვილმა.