"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძის განცხადებით, მათი მხრიდან სხდომათა დარბაზის დატოვება იყო პროტესტი საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაზე, რომელიც გამოავლინა "ქართულმა ოცნებამ" - ამის შესახებ მან "იბერიას" ეთერში გასულ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა:
"რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს კიდევ ერთხელ იყო პროტესტი საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაზე,რომელიც გამოავლინა "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც მორიგ ჯერზე ვერ გადალახა საკუთარი სიამაყე, საკუთარი შუღლი, საქართველოს პრეზიდენტთან და სწორედ ამ პირად და ვიწროპარტიულ პოლიტიკურ ინტერესს, რომ პრეზიდენტზე მოეპოვებინათ ასეთი მცირე გამარჯვება, გადააყოლა საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი, მოესმინათ, როგორც პრეზიდენტის, ისე უმრავლესობის წევრების, ისე ოპოზიციის, რომელიც სწორედ უნდა გამხდარიყო და მზად ვიყავით გვესაუბრა იმ თემებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.
"ქართულმა ოცნებამ" არ მოინდომა და არ სცა პატივი სათანადოდ საზოგადოებას, რომ პრეზიდენტთან ჩაბმულიყო დებატებში. ესეც იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ "ქართული ოცნება" დაგვეტყოვებინა მარტო და ისინი რამოდენიმე საათია საკუთარ თავთან ატარებენ დებატს" - განაცხადა ირაკლი აბესაძემ "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას".