"აიისას" მიერ წარმოებული პრეზერვატივების საქმეზე სასამართლო განაჩენს 4 მაისს გამოაცხადებს

23:29 05-02-2018
133

პრეზერვატივებზე გამოსახული თამარ მეფის, ქართლის დედის და სხვა სტიკერების გამო სასამართლოში დავა ხმაურის ფონზე გრძელდება. პირველმა ინსტანციამ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა რეკლამის შესახებ კანონის მუხლები პრეზერვატივებზე დატანილი გამოსახულებებით და ფრაზებით.

კომპანია „აიისა“-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეიტანა. მოსამართლე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს 4 მაისს გამოაცხადებს.

მერიამ აღნიშნულ კომპანიას რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების შესაძლო დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 27 აპრილს შეუდგინა. ანა გაჩეჩილაძის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავს.

პირველივე სასამართლო განხილვა ხმაურისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ 20 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბრენდ "აიისა"-ს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

კომპანიამ 30 მარტს განაცხადა, რომ ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და ქართლის დედის გამოსახვასთან დაკავშირებით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ,  ის სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს. 

19 აპრილს პარლამენტთან კომპანია „აიისას“ წინააღმდეგ მდუმარე აქცია გაიმართა.

ავტორი: