თამბაქოდან გამოწვეული სიკვდილიანობა მსოფლიოში 10 %, საქართვლოში კი 22%-ია, გაგებით მოეკიდეთ ახალ კანონს - პრემიერი

11:23 05-03-2018
90

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებას გაგებით მოეკიდონ, რადგან თამბაქოს მოხმარების გამო საქართველოში მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია:

"პირველი მაისიდან დაიწყო თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგიონში მართლაც ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში მსოფლიო დონესთან შედარებით, რაც გახლავთ თამბაქოდან გამოწვეული სიკვდილიანობა 10 %, საქართვლოში არის 22%. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, ამიტომ მე მოვუწოდებ მოქალაქეებს და ვთხოვ, ასევე რომ გაგებით მოეკიდონ ამ კანონს.

ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ მე მოგიწოდებთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ასევე ეს ეხებათ და რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტოროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებსაიც იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება ამ პრობლემის და თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტურობისთვის" - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორი: