საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც მოხალისეთა სისტემაში, ალტერნატიუილ სამხედრო სამსახურში და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვაში მოხდება:
"დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს, რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხევითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგაგნგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო მაღალეფექტურია, ასევე არის უფრო გამარტივებულიც.
დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები, და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, და შესაბამისად პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში.
გარდა ამისა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს, ახალ სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიუილი სამხედრო სამსახური, და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა.
სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი, ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების, რომელიც ჩვენს ქართულ კომპანია დელტასთან ერთად დაიწყებს ერთობლივ წარმოებას ოპერატიული სახანძრო მანქანების პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომელსაც ექნება, კომპანია როზემბაუერის აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობუირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება, ასეთი ტიპის მანქანების" -განაცხადა პრემიერმა.