საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში ცვლილებები მოხდება:
"სავალდებულო სამხერდრო სამსახურზე რელიგიური თუ სხვა მოსაზრებების საფუძველზე ყოველწლიურად უამრავი წვევამდელი აცხადებს უარს და მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება. ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. თუ მოგვიანებით მოისურვებენ, რომ მუშაობა განაგრძონ საქართველოს სამაშველო დანაყოფში, ისინი სხვა კანდიდატებთან შედარებით შემდგომში გარკვეული პრივილეგიით ისარგებლებენ.
ისინი, ვინც უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, ვალდებულები იქნებიან, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურებში გაიარონ მომზადება, რაც სამხედრო სამსახურის გავლაში ჩაეთვლებათ. რამდენადაც ვიცი სამსახური წელიწადნახევარი გრძელდება" - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილმა ასევე ისაუბრა მოხალისეთა სისტემის სამართლებრივ საფუძვლებზე:
"შეიქმენა მოხალისეთა სისტემა და უახლოეს პერიოდში უცხოელ პარტნიორებთან ერთად ამ სისტემის ჩამოყალიბებას დავიწყებთ. შეიქმნება მოხალისეთა ერთიანი ეროვნული სია, ბაზა. ყველა მოხალისეს გაუფორმდება ხელშეკრულება, სამაშველო სამსახურის მიერ. ასევე სახანძრო-სამასველო დანაყოფებში ვქმნით სასწავლო და სპორტულ სივრცეებს მეხანძრე მაშველებისთვის. ამ ინფრასტრუქტრით სარგებლობის საშუალებას მივცემთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით" - განაცხადა მღებრიშვილმა.