„სიამოვნებით ჩავერთვები თქვენს „აყირავებაში“, თან, რაც შეიძლება დროულად“ - თაკო ჩარკვიანი გუგული მაღრაძეს

12:57 05-03-2018
4687

პუბლიცისტი, თაკო ჩარკვიანი გუგული მაღრაძის ახალ ინიციატივას ეხმაურება. როგორც უკვე იცით დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რეგულაციები შემოვიღოთ ჭარბწონიანებზე.

„თუ ხალხზე ზრუნავთ ჭარბწონიანობა კი არა, პენსია გაზარდეთ, ოჯახები არსებობენ საქართველოში, რომლებიც, მხოლოდ პურით - ბურღულეულით არსებობენ და იკვებებიან. გაჭირვებისგან ხორცი რა არის აღარ იციან. ამერიკას, სხვა რეგულიაციებში მიბაძეთ, მიბაძეთ კანონის უზენაესობაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ადამიანის უფლებების დაცვაში (მოხუცებისთვის უზრუნველი სიბერის მოგვარებაში). პენსია გაზარდეთ, პენსია, ლამის მთელი საქართველო ბანკშია ჩაბარებული!!!!! რა დროს ეს არის? რა ცინიზმია, სად ცხოვრობთ? სხვა ქვეყანაში? კრეტინიზმს და ცინიზმს საზღვარი არ აქვს!!! - დასცინით ხალხს????  თქვენ სიამოვნებით ჩაერთვებით ჭარბწონიანობის რეგულიაციებში არაა? აი მე კი, სიამოვნებით ჩავერთვები თქვენსაყირავებაში“, თან, რაც შეიძლება დროულად - „ინტელექტუალებითდახუნძლული ხელისუფლება.“ - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი