პრეზიდენტის მინისტრობის შემდეგ ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული განათლების სიტემაში - მიხეილ ჩხენკელი

14:59 05-03-2018
138

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პრეზიდენტის მიერ წლიური ანგარიშის მოხსენების დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი მინისტრობის შემდეგ განათლების მიმართულებით არაფერი გაკეთებულა ეხმაურება:

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ადევნებს თვალ-ყურს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული განათლების სიტემაში მისი მინისტრობის შემდეგ. კერძოდ, ინტერნაციონალიზაციას და მეცნიერებაზე ზრუნვას გამოვყოფდი და მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ მეცნიერების დაფინანსების კუთხით. ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების სხვადასხვა მექანიზმი არის დანერგილი. სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან პირველი და მეექვსე კლასების ჩათვლით სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შევა. ძალიან მალე საქართველო გახდება CERN-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მეცნიერებისთვის და მრავალი სხვა მოვლენა როგორც განათლების, ასევე მეცნიერების კუთხით განხორციელდა და როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას ყურადღებას არ აქცევს" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პრეზიდენტს ძალიან სუსტი წლიური ანგარიშის წარდგენა ჰქონდა.

ავტორი: