დევიდ ბექჰემის და ვიქტორიას 19 წლის ვაჟი 28 წლის მოცეკვავეზეა შეყვარებული

14:59 05-03-2018
1015

ლეგენდარული ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის და მისი მეუღლის, დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემის 19 წლის ვაჟი, 28 წლის მოცეკვავე, ლექსი პანტერასზეა შეყვარებული. 

ინფორმაციის გავრცელების მიზეზი, ლექსის ფოტოსესია გახდა, რომლის ფოტოგრაფიც, ბრუკლინ ბექჰემი იყო. წყვილის ურთიერთობაზე, ხმები, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრუკლინის გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ის,  Playboy-ის მოდელს, ლექსი ვუდს კოცნის.

ინსაიდერების წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე, 19 წლის ბრუკლინი, 28 წლის ესტრადის მომღერალზე, ლექსი პანტერაზეა შეყვარებული. წყვილი, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რესტორანში სადილობის დროს, დააფიქსირეს, რომლებიც ერთმანეთს ეფერებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, ბრუკლინ ბექჰემი, მსახიობს ჰლოი მორეცს დაშორდა, რომელთანაც 4 წლის ურთიერთობა აკავშირებდა და გასულ წელს, ნიშნობის ბეჭედიც კი აჩუქა.

იხ. ფოტოები:  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე