16 წლის გოგონა, რომელიც თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან რამდენიმე დღის წინ გადმოვარდა, გუშინ გარდაიცვალა.
იგი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.