თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა არ მოუსმენია, რადგან მერიის საქმიანობით იყო დაკავებული.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი რომ პარლამენტიდან გარბის, ეს ცუდია.
„პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მისმენია მაგის დრო არ მქონდა მერიის საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ის რომ პრეზიდენტი გარბის პარლამენტიდან მგონია რომ ცუდია. არ არის ლამაზი. მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავისი მხრიდან, ასევე პარლამენტის მიმართ და იქ მჯდომი ადამიანების მიმართ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გუშინ წლიური მოხსენებით გამოვიდა. სხდომა დებატების ფორმატში უნდა წარმართულიყო, თუმცა მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.