"პოლიცია მეუბნებოდა მატყუარა ხარ, რადგან ჭრელი ნასკები გაცვიაო" - იაგო ხვიჩია

17:25 05-03-2018
645

სისტემამ მითხრა, იმ ქვეყნის დედა მოვ... სადაც თქვენ არჩევნებს მოიგებთო, სადაც შენ ლექციებს კითხულობო - ასე აღწერა სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტების დროს გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ მისი დაკავების ეპიზოდი. 

მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში მას უთხრეს, რომ მატყუარაა, რადგან ჭრელი ნასკები აცვია.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანონი არ დაურღვევია და განაცხადა, რომ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაში ბრალს სასამართლოსაც დებს, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ ეს პოლიტიკური ტრიბუნა არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩის წარმომადგენელთა საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს მოსაართლე ნინო ჭალიძე განიხილავს.

შსს გირჩის წარმომადგელებს ზურაბ ჯაფარიძეს, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, ან რამდენიმე დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს გირჩის ოფისთან ორი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით კი იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი წვრილმანი ხულიგნებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისვის დააკავეს.