რატომ დაარქვეს ლეონარდო დი კაპრიოს სახელი ხოჭოს ახალ სახეობას

17:56 05-03-2018
247

ამერიკელი მსახიობის ლეონარდო დი კაპრიოს საპატივცემლოდ, კუნძულ ბორნეოზე, მეცნიერების მიერ აღმოჩენილ, ახალი სახეობის ხოჭოს, მისი სახელი დაარქვეს. 

ახალ აღმოჩენასთან, მსახიობს, არანაირი კავშირი არა აქვს, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ ლეონარდო, The Leonardo DiCaprio Foundation-ს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელიც 1998 წელს შექმნა და დღემდე, დიდ ყურადღებას აქცევს მის საქმიანობას. მსახიობი ასევე, მონაწილეობას იღებს, მსოფლიოს კლიმატის დაცვის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში. 

ხოჭოს ახალი სახეობა, მალაიზიის სამხრეთ ნაწილში, ჩანჩქერთან ახლოს მალიო ბეისინში, მოყვარული ბიოლოგების ექსპედიციის ჯგუფის, Taxon Expeditions-ის კომპანიის დახმარებით იქნა აღმოჩენილი. ექსპედიციას, ლეონარდოს საქველმოქმედო ფონდი აფინანსებდა.  

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო რეგულარულად, დიდი რაოდენობის თანხას რიცხავს, გარემოს დაცვის ფონდში.

რამდენიმე წლის წინ, ამერიკელმა ბიოლოგებმა, ახალი სახეობის ობობას, რომელიც კარიბის ზღვის მახლობლად აღმოაჩინეს,  ლეონარდოს საპატივცემლოდ, მისი სახელი დაარქვეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერები, ცნობილი ადამიანების საპატივცემლოდ, ახალ აღმოჩენილ სახეობებს, მათ სახელებს არქმევენ. ბუნებაში, შეიძლება შეხვდეთ ხოჭოს - ჰიტლერი, პარაზიტ ჭიას - ბარაკ ობამა, პეპელას - დონალდ ტრამპი და მოლუსკს, სახელად დევიდ ბოუი. 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე