პრეზიდენტი ორ მიწის ნაკვეთს ფლობს მარსზე, მთვარეზე კი სასტუმროს აშენებს - გიორგი აბაშიშვილი

18:04 05-03-2018
288

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პრეზიდენტის მივლინების ხარჯებზე და შეწყალების კომისიის მიმართულებით არსებულ კითხვებზე "იმედის" ეთერში უპასუხა.

აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ ბრალდებას პრეზიდენტის მიმართ, რომ პრეზიდენტი მივლინებებში ბევრად მეტ თანხებს ხარჯავს, ვიდრე პარლამენტი და ამ წლების მანძილზე ფუფუნება შეიქმნა, ცინიკურად პასუხობს:

"მინდა ვუპასუხო პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს: საჭიროა მარგველაშვილის ბრალდებებს დაემატოს ორი ბრალდება: 1. მარგველაშვილი ადრეც მონაწილეობდა და მე როგორც ვიცი, ახლაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის ნაწილში, ორ მიწის ნაკვეთს ფლობს მარსზე, მთვარეზე კი სასტუმროს აშენებს. 2. რაც შეეხება შეწყალების ნაწილის თემას - ეს არის ქართული ოცნების კარგად დალაგებული შავი პიარი რამდენიმე ხანია და მინდა მოვუწოდო, რომ მესიჯები შეცვალონ, რადგან უკვე ძალიან გახუნდა. როცა უნდა მობრძანდენ ბატონი დეპუტატები და შემიძლია მივცე სრული ინფორმაცია შეწყალებებთან დაკავშირებით. ", - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გუშინ წლიური მოხსენებით წარსდგა. მან კითხვების მოსმენის შემდეგ დებატების ფორმატი მოითხოვა. რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტს დებატებში შესვლა არ შეეძლო, თუმცა შეეძლო დასკვნითი სიტყვა ეთქვა და იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რაც მისი მისამართით დაისვა. პარლამენტმა რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული კანონის დარღვევაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა პროტესტი გამოთქვა და საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა, რომ არცერთი კითხვისთვის აღარ  უპასუხია.

ავტორი: