ჯასტინ ტიმბერლეიკი "N'SYNC"- ის ვარსკვლავის გახსნაზე მეუღლესთან და დედასთან ერთად პოზირებდა (ვიდეორგოლი)

19:20 05-03-2018
287

90-იანი წლების, ცნობილი მუსიკალური ჯგუფის N'SYNC-ის დაარსებიდან, თითქმის 16 წელი გავიდა. ჯგუფის წევრებს კი, ჰოლივუდში,  მხოლოდ 2 დღის წინ გაუხსნეს, დამსახურებული ვარსკვლავი. 

ვარსკვლავი, ისეთი ცნობილი ჯგუფების გვერდით განათავსეს, როგორებიც არიან  Backstreet Boys, New Kids on the Block და New Edition, რომლებიც წლების განმავლობაში, ჯგუფის N'SYNC-ის კოლეგები და მათი კონკურენტები იყვნენ. 

ვარსკვლავის გახსნას, ჯგუფის ყოფილი წევრები ჯასტინ ტიმბერლეიკი, კრის კირკპატრიკი, ჯეისი შაზე. ჯოული ფატონი და ლენს ბასი ესწრებოდნენ. ყოფილი კოლეგები, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავდნენ. მათ ერთმანეთის მიმართ, არანაირი შუღლი არ ჰქონიათ, რაც მათი შეხვედრის მაჩვენებელი იყო. 

ჯგუფის N'SYNC -ის მონაწილეები, წითელ ხალიჩაზე, ოჯახის წევრებთან ერთად პოზირებდნენ. 

ვარსკვლავის გახსნაზე, მომღარალი. ჯასტინ ტიმბერლეიკი, მეუღლესთან, ჯესიკა ბილისთან, დედასთან, ლინ ბომერ ჰარლესთან და მის ახლო მეგობართან, ელენ დეჯენერესთან ერთად, პოზირებდა. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე