ექსპერტები მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზზე დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ

14:23 05-04-2018
80

საქართველოს პროფკავშირების მიერ ჩამოყვანილი ექსპერტები, რომლებიც მინდელის შახტში არსებულ ვითარებას სწავლობენ, დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.

"რამდენიმე დრეში იქნება დასკვნა და შემდეგ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ" - განაცხადა პეტრიაშვილმა "პრაიმტაიმთან".

უკრაინელი სამთო ექსპერტები ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზის გამოკვლევაში 25 აპრილს ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. ბოლო 11 თვის განმავლობაში ტყიბულის შახტში 11 მეშახტეა დაღუპული, რის გამოც შესაძლოა შახტი დაიხუროს.

ავტორი: