ჯონი დეპის მისი ყოფილი პირადი მცველები სასამრთლოში უჩივიან

14:34 05-04-2018
484

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის მსახიობს, ჯონი დეპს, მისი ყოფილი, პირადი მცველები, სასამართლოში უჩივიან. იუჯინ არბელოა და მიგელ სანჩესი, მსახიობს, ექსპლუატაციის გაწევას და თანხის გადაუხდელობას აბრალებენ. 

მათი განცხადებით, ჯონი, მათ ავალებდა, მისი კუთვნილი ავტომობილით, ნარკოტიკების და ალკოჰოლის გადატანას. აიძულებდა, ღამის კლუბებში, ნარკოტიკის შეტანას, პირადი მოხმარებისთვის, მის დაცვას და გადაფარვას, ვინმეს არ შეემჩნია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და თან არაადეკვატურად იქცეოდა. ავალდებულებდა ასევე, შვილების მოვლა-პატრონობას. შესვენების დროს კი, არ აძლევდა უფლებას ესადილათ. პირადი მცველების მტკიცებით, მათ მსახიობი, დამატებითი სამუშაოსთვის, თანხას არ უხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპს, სასამართლოში, ასევე, მისი ყოფილი მენეჯერიც უჩივის.  

ავტორი: რუსა ღვანიძე