პრინცი ჰარი ქორწილამდე ვეგეტარიანულ დიეტას იცავს

15:27 05-04-2018
494

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, ქორწილის ცერემონიამდე, 3 კვირით ადრე, რომელიც 19 მაისს არის დაგეგმილი, არა მარტო ღონისძიებისთვის, არამედ, ფიზიკურადაც ემზადებიან.

დასვლური პრესის წყაროს ინფორმაციით, მეგანი, ჰარის ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვას და რეგულარურ ვარჯიშს სთხოვს და ამ ეტაპზე, ცნობილი გახდა, რომ პრინცი, ვეგეტარიანელიც კი გახდა.  

იმისთვის, რომ ცერემონიაზე, წყვილი, ბრწყინვალე ფორმაში იყოს, ყველანაირ მსხვერპლზე მიდის.  პრინცმა, ვარჯიშის და სპეციალური დიეტის წყალობით, წონაში უკვე, 3 კილოგრამი დაიკლო.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჰარი, დაბალკალორიული პროდუქტების დიეტას იცავს.   ასევე, ყოველ დილით, ახალგამოწურულ წვენებს მიირთმევს. მეგანმა, ასევე მოახერხა, რომ მომავალი ქმარი, ისეთი საკვები პროდუქტების მირთმევას გადაჩვია, როგორიცაა ხორცი, პიცა და ბურგერი, რომელიც პრინცს, ძალიან უყვარდა.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე