საპარკინგე სივრცეებისთვის ტენდერი ათ ლოკაციაზეა გამოცხადებული - ირაკლი ხმალაძე

17:33 05-04-2018
72

"საპარკინგე სივრცეების მოწყობა მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. ტენდერი დაახლოებით ათ ლოკაციაზეა გამოცხადებული", -ამის შესხებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს სამ ლოკაციაზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ვაგრძელებთ მუშაობს და უახლოეს პერიოდში მოხდება დანარჩენ ლოკაციებზეც ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. დანარჩენი სივრცე მისცემს საშუალებას მოაწყოს კომერციული ფართი, ეს შემდგომში კვლევის საგანია. მე ახლა ამას ვერ დაგიდასტურებთ. მაგრამ ჩვენი მიზანი არის იმ საპარკინგე სივრცეების მოწყობა, რომლებიც ჩვენს მიერ არის გამოცხადებული”, – განაცხადა ხმალაძემ.

 

თათია ცუკოშვილი