გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს. პრაიმტაიმის ინფორმაციით, შემთხვევა ფონიჭალის დასახლებაში მოხდა.
35 წლის თენგიზ ქუთათელაძის გარდაცვალების ფაქტი შსს-შიც დაგვიდასტურეს. თავად ქუთათელაძეების ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად, უცნობია გარდაცვალების ზუსტი მოტივი და ასევე ის, უკავშირდება თუ არა მომხდარი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას.
გარდაცვალების სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით, ამ დროისთვის რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის, საუბარია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით.
პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძლაადობ ის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თენგიზ ქუთათელაძე საჩხერეში ცხოვრობდა. მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, სამსონ ქუთათელაძე, რომელიც რუსთავის ბაზრობის მეწილე გახლდათ საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში მოქალაქე გიორგი ჭანტურია რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.