"თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, მოსვლასაც და წასვლასაც თავის დრო აქვს" - დავით ქევხიშვილი

18:25 05-04-2018
123

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სპორტსმენების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, ცილისმწამებლურს უწოდებს:

„ყველა საკითხში, რაზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს, ჩემი მხრიდან მათთან მიმართებით მხოლოდ გვერდში დგომა და ყველანაირი პატივისცემა იყო გამოხატული, დანარჩენი კიდევ ვამბობ, ვფიქრობ, რომ კარგია, გაირკვეს მტყუან-მართალი. კონკრეტულად მითხრან მაგალითის სახით ერთი ფაქტი, მე რაში შევუშალე მათ ხელი, რომ წარმატებას მიეღწიათ.

დანარჩენი კიდევ ვამბობ, თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც" – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრმა ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. მათ პროტესტის ნიშნად შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. როგორც ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ამ დრომდე მიღწეული ყველა წარმატება მხოლოდ სპორტსმენების დამსახურებაა და ფედერაცია მათ ხელს არაფერში უწყობდა.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვით თავად ქევხიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია. მისი განმარტებით, ეს ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის გამო გადაწყდა.

ავტორი: