"ფაქტია, რომ ამ საქმეში კალანდიაც რაღაცას მალავს..." - ზაზა სარალიძე

18:26 05-04-2018
169

ხორავას ქუჩაზე მოზარდის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული თენგიზ კალანდიას დაიკითხა. სხდომის დასრულების შემდეგ  მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სარალიძის თქმით, თენგიზ კალანდია რაღაცას მალავს.

"დღეს დაიკითხა თენგიზ კალანდია, მან ისაუბრა გარკვეულ დეტალებზე. ზოგიერთი დეტალი უარყო ზოგი კი დაადასტურა. ფაქტია, რომ ამ საქმეში კალანდიაც რაღაცას მალავს. მან დაასახელა ის დეტალები თუ როგორ გადამალეს ბავშვები. სამწუხაროდ კითხვების დასმის საშუალება არ მომეცა, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა. მას არ დაუდასტურებია სუბელიანთან კონტაქტი, ის ამ ფაქტს  მალავს. მან თქვა, რომ თავის შვილი უკან არ დაიხევდა და ჩაერთვებოდა ჩხუბში, მან იცის თავისი შვილი, რომ მონაწილეობდა, მაგრამ დანა ჰქონდა თუ არა, არ იცის", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი