ზაზა ხატიაშვილი პრეზერვატივების სკანდალზე: "სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ გაუქმდება" 

20:23 05-04-2018
392

ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა - ამის შესახებ ადვოკტმა ზაზა ხატიაშვილმა გადაცემაში თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად პრეზერვატივების სკანდლათან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმდება. 

მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მინდა გითხრათ, რომ შეურაცხყოფილი ვიყავი პრეზერვატივებზე სიწმინდეების დატანებით. ჩემთვის თამარ მეფე არის წმინდანი, ის არის ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდანი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფე საქართველოში ისტორიაში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნდა რომ ჩემი მორალური შეხედულებები შეიბღალა. ვფიქრობ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ევროსასამართლოსთან დადგენილ პრაქტიკაში - განაცხა ხატიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამართალდამრღვევად ცნო „აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძე და იგი 500 ლარით დააჯარიმა.  

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ.მეწარმემ, „აიისა“-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ასევე წარმოებულ პროდუქციაზე განათავსა არაეთიკური რეკლამა.

სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას, სასამართლომ, წარმოებულ პროდუქციაზე განთავსებული რეკლამა, რეკლამის წარმოების და მისი გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევად მიიჩნია. ინდ. მეწარმე სუბიექტი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, ასევე მეწარმეს აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების - „სამეფო კარი თამარში“ (წარწერა და გამოსახულება), „ძლევაი საკვირველი“ (წარწერა და გამოსახულება), „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა...“ (წარწერა), „მაკურთხებელი ხელი“ (გამოსახულება), გავრცელება/განთავსება (პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვ.) და დაევალა გავრცელებული/განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არის არაეთიკური, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს