პრეზერვატივზე თამარ მეფე არ მომწონს, მაგრამ მომწონს გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარემ, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" პრეზერვატივების სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა.
“მომწონს თუ არა თამარ მეფე პრეზერვატივზე არა, მაგრამ მომწონს ის გამოხატვის თავისუფლება, რაც მაქვს კონსტიტუციაში, ამიტომ ჩემი ბრძოლა ამ გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არის ვიდრე ჩემი არმოწონება. ჩემთვის უფრო პრინციპულია გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე, ღმერთზე არის განსხვავებული და ამ წარმოდგენების სიმრავლემ არ შეიძლება ტაბუ დაადოს სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, ” – განაცხადა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.