გივი სიხარულიძემ "თავისუფალი სივრცის" სტუდია დატოვა - "არ მოველოდი, რომ ასეთი საშინელების მოწმე გავხდებოდი"

20:48 05-04-2018
11083

მსახიობმა გივი სიხარულიძემ ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემა “თავისუფალი სივრცე” დატოვა, სადაც პრეზერვატივების სკანდალზე საუბრობდნენ. 

"ღირსი ვართ, რასაც ჩვენ, საზოგადოება ვიღებთ. ხომ ხედავთ სანამდე მივედით. წინდანებს ატანებენ რაღაც საძაგლობაზე და ამაზე დიდი ამბავია, ამბობენ რომ ძალიან კარგია. ჩვენ, ქართველი ერი რისი ღირსიც გავხდით, იმას ვიღებთ ამთგან" - განაცხადა სიხარულიძემ.