ხათუნა საღინაშვილი: "უბრალოდ, ანანიამ თვითდამკვიდრებისთვის არასწორი მეთოდი აირჩია"

21:40 05-04-2018
455

უბრალოდ, ანანიამ თვითდამკვიდრებისთვის არასწორი მეთოდი აირჩია - ამის შესახებ ჟურნალ "ქვაკუთხედის" რედაქტორმა ხათუნა საღინაშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" პრეზერვატივების სკანდალზე საუბრისას განაცხადა. 

"ანანია ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ახლა უყალიბდება ფასეულობათა სისტემა და მისი ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო თვითდამკვიდრების მცდელობა. უბრალოდ, ანანიამ თვითდამკვიდრებისთვის არასწორი მეთოდი აირჩია... ვთვლი, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და კრიტიკა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. რაც შეეხება რეგულაციებს, იგი აუცილებელია და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიხედოს. ჩვენს ქვეყანაში არ არის მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია და არც თეოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ არ მივდივართ" - განაცხადა საღინაშვილმა.