თეთრი ხმაურის მოძრაობამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია, ერთ-ერთი გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა, ხოლო მეორე - 39 წლის ლევან კალანდაძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიკნაძის მეგობრები წერენ:
ბექა ჩხაიძე, მომღერალი:ჩემი კიკნა აღარ მყავს, ჩემო სიცოცხლე ძმაკაცო....
თაკო დოლაბერიძე, ივენთ მენეჯერი:
მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს. ყველა ქუჩაზე იყიდება. მთელმა ქალაქმა იცის, რას აკეთებთ, პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას?!.
მარიამ გეგუჩაძე: არ შეიძლება, რომ თან მოგწონდეს ტურიზმის განვითარება კლუბის და გართობის ხარჯზე, და თან ესეთი ნარკოპოლიტიკა გქონდეს. გუშინ ჩემი ახლობელიც გარდაიცვალა. მანამდე კიდევ ბევრი ადამიანის შვილი, და და მეგობარი. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო მონიტორინგს არ უწევდეს იმას, თუ რა იყიდება ქალაქში?.
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა მიშა ჟორჟოლიანი: განადგურებული ვარ ჩემი ხელით გადმოვასვენე. როდემდეეეეეეეე