გამოცემა "მედუზას" ცნობით, საპროტესტო აქციაზე "ის ჩემი მეფე არ არის" მთელი რუსეთის მასშტაბით 1230 ადამიანი დააკვეს, ამათგან 600-მდე ადამიანი მოსკოვში და 112 სანქტ-პეტერბრუგში.
დღეს რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული აქცია ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ იმართება. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. პოლიციამ ალექსეი ნავალნიც დააკავა.