სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელის, ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძე ფიქრობს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, მეფედრონი არ არის.
ამის შესახებ ზურაბ სიხარულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
არ არის ეს მეფედრონი!!!!!!!!! ოპიატია როგორც ეტყობა. თავისი კლინიკით ძილიანობა და ასეთი სიკვდილი ძილში უფრო ოპიატებისათვის არის დამახასიათებელი!!!! იყიდება ალბათ როგორც ამეტამინი ან მეტამფეტამინი!!!!თავს გაუფრთხილდით, ნუ მოიხმართ უცნობ სუბსტანციას!!!!, - წერს სიხარულიძე.
შეგახსენებთ, დღეს თეთრი ხმაურის მოძრაობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ყოველგვარი ნარკოტიკული საშუალების მიღებისგან, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ უცნობი ნივთიერებით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია გარდაცვლილები - კახა კიკნაძე და ლევან კალანდაძე არიან, რომლებიც საკუთარ სახლში გარდაიცვალნენ. შსს-ს განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკებით შესაძლო ინტოქსიკაციაა.