მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს

20:42 05-05-2018
86
თეგები: გიორგობა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა-ლოცვა ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სადღესასწაულო საღმთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.