"ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი...“ - მეუფე იაკობი ეკლესიაში პრორუსული ძალების გაძლიერებაზე

21:45 05-05-2018
276

"ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი,“ - ეს განცხადება მეუფე იაკობმა ეკლესიაში პრორუსული ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

კურიერს საპატრიარქოდან სანდრო წყარო უყვება, რომ ბოლო პერიოდში მეუფე იაკობი ღიად არ ერიდება საუბარის ეკლესიაში პრორუსული ძალების გაძლიერებაზე.

მეუფე იაკობის თქმით, ის ოკუპანტ ქვეყანასთან ვერ იმეგობრებს.

„გემოვნებაზე საერთოდ არ დაობენ, ხომ? ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული პეროგი. მე მტრის ხატს არ ვქმნი, მაგრამ ტერიტორიას, ვინც მართმევს, როგორ ვიმეგობრო მე მასთან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

იაკობი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი მღვდლები მასთან საჯაროდ კითხვის დასმას ვერ ბედავენ, რატომ გადაწყვიტა საპატრიარქოს საგანმანათლებლო სისტემას ამერიკულ მოდელზე ააწყოს.

მეუფე იაკობი საზღვარგარეთ არსებული ეპარქიებისთვის დაფინანსების არარსებობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ, როდესაც დასავლეთ ევროპის ეპარქია ერთიანი იყო, მაშინ ჰქონდათ ანაზღაურება.

„დასავლეთ ევროპის ეპარქია რომ გაიყო, იქიდან არ გამოჰყოფიათ, რასაც იღებდნენ, გადაჰყვათ ისევ იმ ეპარქიას, ახლა 20 ეპარქიაც ისე გვყავს. ჩვენთან ის ფული ჩვენი გამდიდრებისთვის არ არის, სკოლებში იხარჯება და ხალხია დასაქმებული. ვფიქრობთ, შეიძლება მომავალ წელს სხვა დაფინანსება იყოს აბსოლუტურად,“ - განაცხადა მეუფემ.