თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ძიუდოს აკადემიასთან ქართველი სპორტსმენების აქცია გაიმართა. სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქევხიშვილთან შეხვედრას და მის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციაზე მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენები და სხვდასხვა ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მწვრთნელები იმყოფებოდნენ.
ნაკრების წევრები ფედერაციის შენობაში ქევხიშვილის კაბინეტთან მივიდნენ, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ადგილზე არ დახვდათ.
"ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ ცივილურ ფორმებში, თუმცა ქევხიშვილი საუბარს თავს არიდებს" - განაცხადა ძიუდოისტმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.
დღეს, 16.00- ზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მინისტრსა და ძიუდოისტებს შორის შეხვედრა გაიმართება.