საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ნარკორეალიზატორი გამოვლინდა, თუმცა მიიჩნევს, რომ რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. კობერიძის აზრით ნარკორეალიზატორები მკაცრად უნდა დაისაჯონ და პროქეტის განხილვა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს:
„ეს კანონპროექტია და ძალაშიც არ შესულა, ქვეყანაში კი სამწუხარო რეალობას ვხედავთ. ვფიქრობ, რომ დეკრიმინალიზაცია და ეს კანონპროექტი ის თემაა, რომელმაც საკითხის სხვადასხვა მხარე უნდა დაარეგულიროს და გარკვეული წესრიგი დაამყაროს. ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ ბევრი რეალიზატორი გამოავლინეს. ამ კანონპროექტში ასახულია პრინციპი, რომ რეალიზატორები მაქსიმალურად დასჯილები უნდა იყვნენ და მათ მიმართ რაც შეიძლება მკაცრი სასჯელი იყოს. ამ ხაზის გაგრძელებას მივესალმები, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის" – განაცხადა კობერიძემ.
კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში ახლა მიმდინარეობს. საკითხზე აზრთასხვადასხვაობაა. საკითხზე მუშაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ დასრულება.