"მოთხოვნებში ბევრი რამ გაუგებარია, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს" - მიხეილ ყაველაშვილი

16:11 05-07-2018
118

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს და ბევრი მოთხოვნა მისთვის გაუგებარია:

"ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც ვიცი, ყრილობა არის ჩანიშნული ხუთშაბათს, 10 მაისს და ალბათ იქ იქნება საუბარი. ვეცდებით, რომ იქ მოხდეს ორივე მხარის კონცენტრირება  და პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა შეხვედრაზე ალბათ უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, არ უნდა გადადგეს ქევხიშვილი, იმიტომ, რომ ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ მანდ გააგრძელოს მოღვაწეობა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. დღეს სპორტსმენებმა აქცია გამართეს და ქევხიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. 16:00-ზე კი სპორტისა და კუტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძიუდოისტებთან შეხვედრას გამართავს.

ავტორი: