რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დიმიტრი მედვედევი დაასახელა.
როგორც კრემლის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა დასამტკიცებლად სახელმწიფო დუმას გადაეგზავნა.
დღეს, რუსეთის მთავრობა ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის გამო კონსტიტუციის თანახმად გადადგა.