სკანდალი! - რეპერმა "Pharaoh " თაყვანისმცემელს კონცერტის მსვლელობის დროს წიხლი ჩაარტყა (ვიდეორგოლი)

16:53 05-07-2018
681

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში, გავრცელდა 22 წლის, რეპერი ფარაონის Pharaoh ვიდეორგოლი,  სადაც საკუთარი კონცერტის მსვლელობის დროს, რომელიც მისკში გაიმართა, თაყვანისმცემელს, ფეხს ურტყამს.  

ვიდეორგოლი, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლების მხრიდან, კრიტიკის საგანი გახდა, მაყურებლებმა გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ გლების(რეპერის ნამდვილი სახელი) თაყვანისმცემელი, უცნაურად იქცეოდა. მაყურებლების ინფორმაციით, თაყვანისმცემელი, მუსიკოსთან სცენაზე ასვლას და მისთვის, შარვლის გახდას ცდილობდა. 

ვიდეორგოლში, Pharaoh-მა უცნობს, რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, მაგრამ ვერ დაიმორჩილა და სცენიდან წიხლი ჩაარტყა. რეპერმა სიმღერა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.

იხ. ვიდეორგოლი: 

  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე