"რადგან იყიდება, ის მაინც გააკონტროლონ, რა ნარკოტიკი იყიდება" - გარდაცვლილის და

17:39 05-07-2018
879

სავარაუდოდ, ნარკოტიკ მეფედრონით გარდაცვლილი ლევან კალანდაძის ოჯახის წევრები ქრონიკასთან პირველ კომენტარს აკეთებენ.

გარდაცვლილის დის, ნათია კალანდაძის განცხადებით, მისი ძმა კლუბიდან გვიან ღამით მივიდა სახლში, დილით კი მეუღლემ საძინებელში გარდაცვლილი იპოვა.

"შემოყრილია რაღაც ნივთიერება, რომელიც კლავს ადამიანებს. ჩემი ძმა იპოვნა მეუღლემ და მეგობარმა სახლში. მემგონი კონტროლი საჭიროა, რადგან იყიდება, ის მაინც გააკონტროლონ, რა იყიდება. პირადად მე ექსვი ადამიანი ვიცი, რომელიც გარდაიცვალა, ან კომაშია. ფაქტია, რაღაც საშინელება გვჭირს" - განაცხადა გარდაცვლილის დამ. 

პარალელურად, ამ დრომდე კომაში რჩება, კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის სავარაუდო დიაგნოზიც მეფედრონით ინტოქსიკაციაა. ექიმებმა ნივთირებეის შესახებ არაფერი იციან. მკურნალობას გადის მეორე ახალგაზრდაც, რომლის მდგომარეობაც, ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია.

გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სულ 5 ადამიანია ამ ნივთირების მირების შედეგად გარდაცვლილი, ხოლო არაფოციალურით მსხვერპლი მეტია.

ავტორი: