„თეთრი ხმაურის მოძრაობაში“ საგანგებო განცხადება გაკეთდა

17:43 05-07-2018
201

ნარკოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდების გაურკვეველი ნივთიერებით გარდაცვალების გამო მთავარ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს აკისრებენ. რამდენიმე წუთის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობაში“ საგანგებო განცხადება გაკეთდა. 

როგორც ექსპერტები აცხადებენ, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს ის ნივთიერება, რომელიც ადამიანების დაღუპვას იწვევს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქმე გვაქვს ფენტამინთან, რომელიც განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული ნივთიერებაა. 

ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ ამ ნივთიერების ანტიდოტის სარეცეპტო სიიდან ამოღებისკენ.

გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს.