ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე სამი მოწმის დაკითხვა იგეგმება.
როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეების დაკითხვის შემდეგ თუ დრო დარჩება სასამართლოზე ნივთმტკიცებების გამოკვლევა მოხდება, რომელიც ერთ-ერთ ბრალდებულს ეკუთვნის.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.