სომხეთის პარლამენტმა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად აირჩია ოპოზიციური ფრაქციის, „ელკის თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 105-დან 59-მა დეპუტატმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი და სომხეთში საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, სომხეთის სახელისუფლებო პარტიამ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი არ დაუჭირა, რასაც სომხეთში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ კი, მმართველ „რესპუბლიკურ პარტიაში" პოზიცია შეცვალეს და წინასწარ განაცხადეს, რომ ოპოზიციის კანდიდატს მხარს დაუჭერდნენ. საინტერესოა, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ფაშინიანი განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობასაც.