თუ ხელისუფლებას ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ უნდა, ჯერ სააფთიაქო ნარკომანიიდან უნდა დაიწყონ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ, კლუბ ბასიანისერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ არსებობს სააფთიაქო ნარკომანიის ქსელები.ეს მათ ყველაზე კარგად იციან, რომლებიც გახსნილია ქალაქის სხვადასხვა უბნებში ლეგალურად. თუ მათ რეალურად ბრძოლა უნდათ ნარკოტიკების წინააღმდეგ, ჯერ ამ დაწესებულებს უნდა მიადგნენ. ამაზე პრეტენზია არავის აქვს. თუმცა, აქვთ ბასიანზე. ეს ბრძოლა იმიტომ დაიწყეს, რომ ბასიანი იდგა ყოველთვის იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული. როგორც ჩანს, ბასიანი ეწინააღმდეგებოდა პრორუსულ ღირებულებებს და სწორედ ამიტომ, მიზანში ამოიღეს და ეწევიან დისკრედიტაციას სხვა პირებთან ერთად. ესენი არიან: ქართული მარში, სანდრო ბრეგაძე და სხვადასხვა ჯგუფები ,-განაცხადა ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
თათია ცუკოშვილი