ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეპუტატ გუგული მაღრაძის დასაცინი სახელის მოფიქრებისთვის პრიზს - 500 ლარს აწესებს.
ამის შესახებ გვარამიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"ვაცხადებ კონკურსს გუგული მაღრაძის დასაცინ სახელზე. საუკეთესოს გამოვავლენ მე და გადავცემ 500 ლარს (ლაიქების რაოდენობას მნიშვნელობა ექნეა, მაგრამ არა გადამწყვეტი). სახელი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სიტყვისგან. დავიწყეთ და კვირას 23:59 წუთამდე ვიღებ ვარიანტებს. თუ არც ერთი არ მომეწონა ძალიან, პრიზს არავისაც არ გადავცემ. თუ 2 ან სამი - პრიზი გაიყოფა. არ ვხუმრობ, დრო ჩაირთო", - წერს გვარამია.