ლევან სამუშია თალაკვაძეს პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალწებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მის განცხადებას ახსენებს

20:41 05-08-2018
198

იურისტ ლევან სამუშიას განცხადებით, როდესაც ქართული ოცნება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ედავება იმაზე, რომ მან შეიწყალა ისეთი პიროვნება, რომლის საქმეც ჯერ სამივე ინსტანციას განხილული არ ჰქონდა, ე.წ. კაბელების საქმე ავიწყდება.

როდესაც პრეზიდენტმა კაბელების საქმის მსჯავრდებულები შეიწყალა, არც იმ შემთხვევაში იყო სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმე დასრულებული. ჩვენ შემდეგ გავასაჩივრეთ საკასაციო ინსტანციაში. მაგრამ რას საუბრობს იცით ბატონი თალაკვაძე, მათ შორის, პრეზიდენტი მოქმედებდა თავის უფლებამოსილების ფარგლებშიო. ახლა ვეკითხები ქართულ ოცნებას, როდის დავუჯეროთ როდესაც ერთი სურდათ და ერთს საუბრობდნენ, თუ როდესაც მეორე სურდათ და მეორეს საუბრობდნენ?!, - განაცხადა სამუშიამ ტვპირველის თოქშოუში რეაქცია.



ავტორი: ლილუ მიროტაძე